სამი საწყისის იოგა ღიმილი

სხვადასხვა დაავადებებისგან ადამიანის განკურნების ფაქტები სამელემენტოვანი იოგა ღიმილის გამოყენებისას უფლებას გვაძლევს მეთოდი ჩავთვალოთ უნიკალური თვითგაჯანსაღების სისტემად. ვარჯიშები ისეა შერჩეული, რომ თვითაღდგენის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და ბუნებრივად.

ამ მეთოდიკის მთავარი განსხვავება სხვა ტიპის იოგასთან შედარებით არის ის, რომ სამკურნალო მოძრაობები ააქტიურებს სპირალურ სისტემას ორგანიზმში.

ფიზიკური სპირალური სისტემა მდებარეობს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილში, ეს ავტონომიური მრავალრიცხოვანი სპირალური სტრუქტურები საშუალებას აძლევს სხეულს განახორციელოს სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცესები. სპირალური ელემენტები არსებობს კუნთოვან, ძვლოვან, ნერვულ, რესპირატორულ და გამომყოფ სისტემებში, ადამიანის დნმ-იც შეიცავს სპირალურ სტრუქტურას.

ადამიანის სხეული მოიცავს უხილავ ენერგეტიკულ სპირალურ ქსელს, რომელიც მჭიდრო კავშირშია მატერიალურ-ფიზიკურ სპირალურ სისტემასთან.

დაავადების განვითარება ადამიანის სხეულში არის სპირალურ ენერგეტიკულ ქსელის რომელიმე უბანში მუშაობის დარღვევის შედეგი. ამ უბანზე ენერგიის განვლადობის აღდგენა იწვევს დაზიანებულ ორგანოს ან სხეულის ნაწილის ფუნქციის აღდგენას და ადამიანს უბრუნდება ჯანმრთელობა.

სპირალური პოზები და სხეულის მოძრაობა განაპირობებს ხერხემლის დაავადებების მკურნალობას და პროფილაქტიკას იმის ხარჯზე, რომ ხერხემლის გასწვრივ მდებარეობს სპირალური ენერგეტიკული არხები, ხოლო ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სრულდება კომპლექსი, ამარაგებს სხეულს ღიმილის ჰარმონიული ენერგიით.

სამელემენტოვანი იოგა ღიმილი არის როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკური.

ქრონიკული პროცესების დროს დიაგნოსტიკური იოგას მთავარი ამოცანაა მოიძებნოს მოხრის და გაშლის ისეთი მიმართულება, რომელსაც მივყავართ მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ტკივილის გავლისკენ.

სამკურნალო-პროფილაქტიკური იოგა გამოიყენება უკვე წარმოქმნილი დაავადებების სამკურნალოდ. ძირითადი პრინციპია – არასოდეს გამოვიყენოთ ისეთი მოძრაობა და პოზა, რომელიც იწვევს დისკომფორტს და მდგომარეობის გაუარესებას.

სამელემენტოვანი იოგა ღიმილში გამოყენებული ვარჯიშები არის მარტივი, არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. იგი აქვეითებს წონას, ამაღლებს სიცოცხლის ტონუსს და საშუალებას იძლევა ვიყოთ მუდმივად ბრწყინვალე ფორმაში.

Comments are closed.