დამფუძნებელი

სუ–ჯოკ თერაპიის დამფუძნებელი – პროფესორი პაკ ჩჟე ვუ არის სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის (1968 წელი კორეა) კურსდამთავრებული.

იგი ხელმძღვანელობდა:

  1. კორეის სუ–ჯოკ აკუპუნქტურის ინსტიტუტი
  2. საერთაშორისო სუ–ჯოკ ასოციაცია
  3. საერთაშორისო ფონდი ონური
  4. მოსკოვის სუ–ჯოკ აკადემია

 

პროფესორი პაკ ჩჟე ვუ არის:

  1. ინდოეთის სუ–ჯოკ აკადემიის პატენტირებული პრეზიდენტი (1982 წელი)
  2. ბელორუსიის სუ–ჯოკ აკუპუნქტურის საპატიო პრეზიდენტი (1995 წელი)
  3. საქართველოს პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი
  4. სანკტ–პეტერბურგის ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  5. ყაზახეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროფესორი
  6. საერთაშორის აკადემიის აკადემიკოსი (მიუნხენი, გერმანია)
  7. ნ.ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი

nebieridze

სუ–ჯოკ თერაპიის დამფუძნებელი საქართველოში – მერაბ ნებიერიძე, სუ–ჯოკ თერაპევტი, სუ–ჯოკ თერაპიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს სუ–ჯოკ აკუპუნქტურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, მოსკოვის საერთაშორისო სუ–ჯოკ აკადემია (1998 წელი). ჩაჩავას სახელობის  მეან–გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ექიმი –პათომორფოლოგი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენეტიკური ფუქციის ს/კ ინსტიტუტის მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტი.

1998 წლიდან სუ–ჯოკ თერაპიის ცენტრის დირექტორია. არის საქართველოს ექიმთა ასოციაციის, სუ–ჯოკ აკუპუნქტურისტთა საერთაშორისო ასოციაციისა და საქართველოს კარატეს ფედერაციის წევრი.

Comments are closed