მკურნალობა შესაბამისობის სისტემაში

ტრადიციულ მედიცინაში დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ცოდნა  იმის შესახებ, რომ სხეულის გარკვეული ნაწილები (ენა, ფერადი გარსი, ყური, სკალპი და სხვა) მთელი სხეულის მდგომარეობას ასახავს. ეს მინიატურული პროექციები, რომლებსაც უწოდებენ შესაბამისობის მიკროსისტემებს აქტიურად გამოიყენება დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.   ამ სისტემებს საფუძვლად უდევს მსგავსებების ფენომენი. რაც უფრო დიდია მსგავსება, მით უფრო ძლიერია ენერგოინფორმაციული კავშირი სხეულისა შესაბამისობის სისტემასთან.

სუ-ჯოკ თერაპიაში სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიზნებისათვის გამოიყენება მტევანი (სუ) და ტერფი (ჯოკ) – სხეულის ნაწილები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე მაღალი მსგავსებით ადამიანის სხეულთან.

ორგანიზმის მკურნალობის მექანიზმი შესაბამისობის სისტემაში დამყარებულია თვითრეგულაციის პრინციპზე, რომელიც ჩადებულია ორგანიზმში, დაზიანებულ ორგანოში ან სხეულის ნაწილში წარმოიქმნება ენერგო-ინფორმაციული წყარო, რომელიც გადასცემს იმპულსს. ყველა შესაბამისობის სისტემას, იმ უბანზე და წერტილში, რომელიც შეესაბამება დაავადების ადგილს, სადაც მომენტალურად წარმოიქმნება აქტიური ენერგეტიკული უბანი – „შესაბამისობის ბურთულა“. მექანიკური ზემოქმედებისას (დაჭერისას) იგი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით სხვა წერტილებთან შედარებით.

„შესაბამისობის ბურთულის“ სტიმულაცია წარმოქმნის სამკურნალო ტალღებს, რომელიც უკან იგზავნება დაზიანებულ უბნამდე და ხდება მდგომარეობის დარეგულირება. სტიმულაციისათვის გამოიყენება: მასაჟი თითებით, დიაგნოსტიკური ჯოხით, ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული სტიმულირებით (მცენარეული მარცვლები, მაგნიტები, ბუნებრივი ქვები). ღრმად მდებარე წერტილების სტიმულირებისთვის გამოიყენება მიკრინემსები, მოქსები, ელექტრო და სინათლის სტიმულატორები.

სწორედ მოძებნილი წერტილის (უბნის) სტიმულაციის დროს შედეგი მყისიერად დგება. პაციენტი გრძნობს ტკივილის შემცირებას, სითბოს დაზიანებულ უბანზე, კუნთების მოდუნებას, ძილიანობას.

მეთოდს აქვს ფართო გამოყენება, უკუჩვენება არ გააჩნია. ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ვახდენთ მტევნისა და ტერფის ბუნებრივ სტიმულაციას, რაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

მკურნალობა შესაბამისობის სისტემაში არის მარტივი და ეკონომიური, არ საჭიროებს ძვირადღირებულ აპარატურას და მედიკამენტებს.

სუ-ჯოკ თერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია პრაქტიკაში შემდეგი დაავადებების მკურნალობის დროს:

გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი სისტემა, ძვალ-სახსროვანი სისტემა, თვალის დაავადებები, ნერვული სისტემა, გინეკოლოგიური დაავადებები, კანის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები.

Comments are closed.