სამი საწყისის თეორია

ამ მეთოდით დიაგნოსტირებას და მკურნალობას საფუძვლად უდევს ღრმა ფუნდამენტური სამელემენტოვანი კანონზომიერებანი, რომელიც აღმოჩენილია სამყაროს ყველა მოვლენაში.

სამელემენტოვანი მოდელის უნივერსალური კანონის მიხედვით სამყაროში არსებულ ნებისმერ ერთეულში, ნებისმიერ დონეზე იქნება ეს ატომი, უჯრედი, ადამიანის სხეული თუ შინაგანი ორგანო, ერთდროულად არსებობს 4 ძალა: ჰომო (Ho), ჰეტერო (He), ნეიტრო (Ne) და ნეიტო (No). ამ ძალების პროპორციულობით და ურთიერთქმედებით განისაზღვრება თითოეული ერთეულის არსებობის თავისებურება და ფუნქციონირების განსაკუთრებულობა. სამელემენტოვანი ძალების დისბალანსს მივყავართ დაავადების განვითარებამდე. გამოყოფენ ჰეტერო, ჰომო და ნეიტო დაავადებებს, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი ძალის სიჭარბით, რაც განაპირობებს შესაბამის სიმპტომატიკას. ყველა დაავადების დროს გვაქვს ნეიტრო ძალის ნაკლებობა, რომელიც პასუხისმგებელია დანარჩენი ძალების ბალანსზე, განაპირობებს ჯანმრთელობას და სრულყოფილ ფუნქციონირებას ყველა დონეზე.

მკურნალობის არსი მდგომარეობს შემდეგში: ყველა შემთხვევაში მოვახდინოთ ნეიტრო ძალის სტიმულაცია და დანარჩენის ძალების (ჰომო, ჰეტერო) დარეგულირება, ნეიტრო ძალას აქვს მაკონტროლებელი ფუნქცია.

სამელემენტოვანი კანონზომიერება ვლინდება არა მარტო ფიზიკურ სხეულში, არამედ მასში არსებულ ენერგეტიკულ სისტემაში: მერიდიანებში (ჰეტერო), ჩაკრებში (ჰომო), ალმასურ ენერგეტიკულ სისტემაში (ნეიტო) და ზონალურ (სპირალურ) ენერგეტიკულ ქსელში (ნეიტრო).

სამელემენტოვან კანონს ექვემდებარება არა მარტო ფიზიკური სხეული, არამედ გონებრივი სფერო (მენტალური და ემოციური), ამიტომ ნებისმიერი ფსიქოემოციური დარღვევა არის ამ ძალების დისბალანსი გონებრივ სფეროში, რომელიც შეიძლება დავარეგულიროთ ენერგეტიკული სისტემის გამოყენებით.

მკურნალობა ხორციელდება მტევნის სასახსრე მერიდიანებზე მდებარე სპეციალური წერტილების გამოყენებით – ნემსის ჩხვლეტით, მაგნიტით, ფერით, სინათლის სხივით, ტვისტ თერაპიით, მუდრით, მანტრათი და სხვა მეთოდებით.

სამელემენტოვანი მოდელი არის უნივერსალური „ოქროს გასაღები“, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის და სამყაროს, დროისა და სივრცის შეცნობაში.

სამი საწყისი ქრონოპუნქტურას საფუძვლად უდევს სამელემენტოვანი კანონზომიერება, რომელსაც პროფესორი მიიჩნევდა მკურნალობის ყველაზე მაღალ დონედ. ამ მეთოდით მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ დაავადების დაწყების და გამწვავების დრო, სამკურნალო პროცედურების ჩატარების დრო და პაციენტის ასაკი.

ფენ შუის სამელემენტოვანი სისტემა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სივრცე სამელემენტოვანი მოდელით. ადამიანს ენერგეტიკული კონსტიტუციის გათვალისწინებით მივცეთ რეკომენდაცია, დავეხმაროთ სახლის და სამსახურის მოწყობაში.

მოძრაობის სამელემენტოვანი სისტემა გამოიხატება სპირალურ ვარჯიშებში, სან ვონ დონგ (ტაიცზი ღიმილი) სამელემენტოვანი ღიმილის იოგა. ყველა ზემოთხსენებული გვეხმარება სულიერ და ფიზიკურ სრულყოფაში.

Comments are closed