6 Ku თერაპია

6 Ku (ენერგიით) -თი მკურნალობას და დიაგნოსტიკის მეთოდს საფუძვლად უდევს 6 ენერგიის თეორია, რომელიც დამუშავებულია პროფესორ პაკ-ჟჩე ვუს მიერ.

6 Ku-ის თეორია არის ჩინური ნატუროფილოსოფიის უ-სინის 5 ელემენტის (ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი) კანონის გაღრმავებული ვარიანტი. იგი საშუალებას იძლევა ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრისა და გარკვეულ სისტემაში მიმდინარე პროცესების და მოვლენების თვითრეგულაციაზე(მაგ. ადამიანის ორგანიზმში).

ელემენტი ხუთია (ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი), ენერგია ექვსი, ესენია: ქარი, სითბო, სიცხე, სინოტივე, სიხმელე და სიცივე. დამატებით გამოიყოფა მეექვსე ელემენტი ცეცხლი (სიცხე), რომელიც უფრო მაღალი დონის ელემენტია. სიცხის ენერგიით იკვებება ნერვული სისტემა, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს ორგანიზმს.

6 Ku თეორია განმარტავს, თუ როგორ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან სხვადასხვა ძალები. ეს ძალები არსებობს როგორც სამყაროში, ასევე ადამიანის სხეულში. ნებისმიერი ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესები შეიძლება გავიაზროთ 6 ენერგიის თეორიაზე დაყრდნობით.

ეს ენერგიები ორი სახისაა: ინი (A) იანი (YM). გამოყოფენ 12 ინდივიდუალურ ენერგიას, მათ შეესაბამება 12 შინაგანი ორგანო. თითოეული ენერგია მიეწოდება სხეულს თავისი შინაგანი ჩაკრით და ცირკულირდება ასევე საკუთარ ენერგეტიკულ არხში – მერიდიანებში.

გვაქვს 12 წყვილი მერიდიანი. ამ ენერგიათაგან რომელიმე მათგანის სიჭარბე ვლინდება მისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური სიმპტომებით და განსაზღვრული ფსიქოემოციური დისბალანსით. მერიდიანების წერტილებზე და ჩაკრებზე მოქმედებით შეგვიძლია შევცვალოთ ენერგიის რაოდენობა და ხარისხი. ამისთვის იყენებენ აკუპუნქტურულ მეთოდებს. ექვსი ენერგიის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრით ვადგენთ სხეულის კონსტიტუციას. თითოეული ადამიანის ენერგეტიკული კონსტიტუცია ინდივიდუალურია. აკუპუნქტურული რეცეპტის შედგენისას ვითვალისწინებთ კონსტიტუციას. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ არა დაავადებას, არამედ ადამიანს.

6 Ku მეთოდით მკურნალობის ეფექტურობა არსებითად დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე. პროფესორი პაკი ამბობს: „ექიმების ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს ფიზიკური გამოვლინების იქით დავინახოთ დაავადების მეტაფიზიკური მიზეზი – 6 ენერგიის დისბალანსი.

Comments are closed.