სამ ვონ დონგ (ტაიცზი ღიმილი)

ამ პრაქტიკას საფუძვლად უდევს სამი საწყისის თეორია, რომელიც აღმოაჩინა პროფესორმა პაკ ჩჟე ვუმ. სამ ვონ დონგ (ტაიცზი ღიმილი) წარმოადგენს ერთი-მეორეში ნელ-ნელა გარდამავალი სპირალური მოძრაობების კომპლექსს, რომელთა თანმიმდევრობა განსაზღვრულია სამელემენტოვანი მოდელით. კომპლექსი სრულდება მოქნილად და თანაბრად, რომელიც საშუალებას იძლევა მსუბუქად გავჭიმოთ სხეული და დავამუშაოთ თითოეული კუნთი და სახსარი. ყველა მოძრაობა ადამიანის ფიზიოლოგიასთან ჰარმონიაშია, ამიტომ ვარჯიშები ხერხემალს ხდის ელასტიურს, ამკვრივებს და აძლიერებს ჩონჩხს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს წონას, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას და კუნთების შეკუმშვის უნარს.

საბაზისო ასპექტი ნებისმიერი ტიპის ტაიცზი-სთვის არის Ки (Ци) ენერგიის მცნება, რომლის თავისუფალი მოძრაობა ენერგეტიკულ არხებში განაპირობებს ჯანმრეთელობის შენარჩუნებას ნებისმიერ ასაკში.

რეგულარული პრაქტიკა სამ ვონ დონგში განაპირობებს ენერგიის ჰარმონიულ მოძრაობას , როგორც სხეულში, ასევე მის გარეთ. აფერხებს შეგუბებით პროცესებს ორგანიზმში, ხსნის ბლოკს, რასაც თან ახლავს ტკივილი, ორგანოთა ფუნქციის დარღვევა და დაავადებების ფართო სპექტრი. სამ ვონ დონგ არის მედიტაციის ხელოვნება მოძრაობაში, მასში ფიზიკური მოძრაობა ჰარმონიულად არის შერწყმული სუნთქვასთან და ცნობიერების კონცენტრაციასთან, რომელიც განაპირობებს კომპლექსის მაღალეფექტურობას ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, როგორც სხეულის, ასევე სულის. ეს მეცადინეობები არის ძლიერი ანტისტრესული ფაქტორი, რომელიც ავითარებს კონცენტრაციას, ამშვიდებს ტვინს და ავარჯიშებს მეხსიერებას. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლის შეგუბებას ორგანიზმში და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

ეს მეცადინეობები რეკომენდირებულია ასაკოვანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობის გაუმჯობესების და პროფილაქტიკისათვის. სამ ვონ დონგ ავითარებს ბალანსის და წონასწორობის შეგრძნებას, რის გამოც მცირდება ტრავმების რისკი, რომელიც ხშირია ასაკში.

კომპლექსის ეფექტურობა – სხვადასხვა სახის სპირალური მოძრაობები ააქტიურებს მთელი სხეულის სპირალურ ენერგეტიკულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს და ახდენს ორგანიზმის თვითაღდგენის პროცესების ჩართვას. ეს პრაქტიკა აბსოლუტურად უვნებელია, არ საჭიროებს სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას და მისაღებია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის.

Comments are closed.