სუჯოკ თერაპია

მეთოდის შესახებ

სუ-ჯოკ თერაპიის მეთოდი შეიქმნა 1987 წელს სამხრეთ კორეაში. სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა პაკ ჩჟე ვუმ აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეული ძალიან ჰგავს  ხელის მტევანს. ამ აღმოჩენის შემდეგ პროფესორმა ღრმად შეისწავლა მეთოდი. 1987 წელს სეულში გაიხსნა  სუ-ჯოკ აკუპუნქტურის პირველი ინსტიტუტი. პროფესორმა ეს მეთოდი შეასწავლა ბევრ ექიმს. თანდათან იგი ავითარებდა მეთოდის მეცნიერულ და სამედიცინო მიმართულებებს. მეთოდი ლოგიკური და მაღალეფექტურია, რითაც ბევრი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრო. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ნაციონალობის და პროფესიის ადამიანებმა მიიღეს საოცარი შედეგები მძიმე დაავადებების მკურნალობის დროს.

დღესდღეობის გვაქვს მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

1)       ობიექტური მეთოდები:

ა)  შესაბამისობის სისტემის გამოყენებით მკურნალობა.

ბ)  სუ-ჯოკ ku (მერიდიანული, ჩაკრარული, ალმასური და ზონალური სისტემები)

გ)  მიმართულებით მკურნალობა

დ)  ტვისტ თერაპია.

2)       სუბიექტური მეთოდები:  ცნობიერების დონეზე მკურნალობა – სამელემენტოვანი აკუპუნქტურა, ექვსი და რვა საწყისით მკურნალობა, ღიმილით მკურნალობა.

სუ-ჯოკ თერაპიის მეთოდი მოქმედებს არამარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ და ემოციურ დონეზე, ეფექტურია ექსტრემალურ სიტუაციაში. არ საჭიროებს  ბევრ დანახარჯსა და დამხმარე მოწყობილობებს. სუ-ჯოკ თერაპევტები ასწავლიან პაციენტებს თვითმკურნალობის და ურთიერთდახმარების ელემენტებს.

Comments are closed